მოსამართლეებმა ლევან მურუსიძის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემა დაიწყეს - რა უთხრა პროკურატურას ანა ღელეყვამ
მოსამართლეებმა ლევან მურუსიძის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემა დაიწყეს.
პროკურატურამ უკვე დაკითხა ანა ღელეყვა.
ქვეყნიდან გაქცეულ მოსამართლე "პირველებთან" ამბობს, რომ მან გამოძიებას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ლევან მურუსიძესთან შევხედრის შესახებ.
ღელეყვას თქმით, ის მოსამართლის თანამდებობაზე იმიტომ არ დაინიშნა, რომ მან ლევან მურუსიძის მხარდაჭერილ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა.
მოსამართლე ამბობს, რომ ამის შესახებ მურუსიძემ მას პირადად უთხრა.
ამის გარდა, როგორც ანა ღელეყვა ამბობს, გამომძებლები დაინტერესებულები იყვნენ, ხომ არ ჰქონდა ყოფილ მოსამართლეს აუდიო ჩანაწერი ამ შეხვედრის და ხომ არ აქვს ინფორმაცია სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლო სისტემაში, თუმცა როგორც ყოფილი მოსამართლე ამბობს, მას რა ინფორმაციაც ჰქონდა, ყველაფერი მიაწოდა საგამოძებო უწყებას.
გამოძიება დაინტერესდა ჩემი და ლევან მურუსიძის შეხვედრის დეტალებით, თუ სად შეხვდა ეს შეხვედრა, ესწრებოდა თუ არა ვინემ და ხომ არ მქონდა აუდიო ჩანაწერი ამ შეხვედრის შესახებ. მე, რა თქმა უნდა, ეს ჩანაწერი არ მაქვს. არ დავდივარ ჩამწერი მოწყობილობით. დავადასტურე, რომ მოხდა ჩემი და მურუსიძის შეხვედრა იმ მიზნით, რომ მე მაინტერესებდა რატომ არ დავინიშნე მოსამართლეთა კონკურსზე და მან მიპასუხა, რომ არ დავინიშნე იმიტომ, რომ არ დავუჭირე მათ კანდიდატს მხარი კონფერენციაზე“. - ამბობს ღელეყვა.