კარტოგრაფების საქმე - სასამართლოს ჩვენება პატრიარქის მდივანმა მისცა
კარტოგრაფების საქმე - სასამართლოს ჩვენება პატრიარქის მდივანმა მისცა.
პროკურორებს აინტერესებთ, რა პოზიცია ჰქონდა საპატრიარქოს 2011 წელს მაშინდელი საგარეო საქმის მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარკვეული ნაწილი საქართველოს ტერიტორიას არ მიეკუთვნებოდა.
მამა მიქაელ ბოტკოველი ბრალდების მხარის მოწმეა.
სხდომის დაწყებამდე მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც აღნიშნულ საქმესთან იყვნენ დაკავშირებულები.
ნინო კალანდაძემ გააკეთა განცხადება, რომ თურმე გარეჯი არ ყოფილა საქართველოსთვის კუთვნილი მიწა და ის აზერბაიჯანულ მხარესთან არის მიბმული. როგორც საპატრიარქოს ოფიციალურ წარმომადგენელს მქონდა მწვავე რეაქცია. საზღვარი, რომელიც იყო საქართველოს ეკლესიის ინტერესში, ეს ასე არ გაკეთდა და რა თქმა უნდა, მაქვს ნეგატიური დამოკიდებულება ამ ჯგუფის მიმართ, რომელიც ამ საქმესთან იყვნენ დაკავშირებული“ - აცხადებს დეკანოზი.
პროკურატურა ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას საზღვრების დელიმიტაციის პროცესში, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ადანაშაულებს.
ბრალდებულები სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.