შეიძლება ომში ჩვენც გაგვიწვიონ - ხალხი ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს სხვა რეგიონებში გადმოდის

29.09.22 14:54
შეიძლება ომში ჩვენც გაგვიწვიონ - ხალხი ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს სხვა რეგიონებში გადმოდის

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობენ.

გადაწყვეტილება მოქალაქეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა. 

აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებს მოლოდინი აქვთ, რომ დე-ფაქტო მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიაზეც დაიწყებს გაწვევებს. 

გალის მცხოვრებლები კამერებთან არ საუბრობენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ რომ გამშვებ პუნქტთან ენგურის ხიდის შესაძლო ჩაკეტვაზე უკვე საუბრები მიმდინარეობს. 

ასევე, ნაწილმა უკვე დაადასტურა, რომ გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ზუგდიდში წასასვლელად ემზადება.