11 მოსამართლე, რომელთა დიპლომებიც კითხვის ნიშნის ქვეშაა - „უფლებები საქართველოსთვის“ კვლევა

23.04.21 13:35
11 მოსამართლე, რომელთა დიპლომებიც კითხვის ნიშნის ქვეშაა - „უფლებები საქართველოსთვის“ კვლევა

 მოსამართლეები, ვისი დიპლომაების კითხვნის ნიშნის ქვეშაა  - „უფლებების საქართველოსთვის“ კვლევას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციამ 300-მდე მოსამართლის განათლების ხარისხი და დიპლომის ავთენტურობა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ 11 მოსამართლის იურიდიული განათლება კითხვის ნიშნის ქვეშაა. სიაში შემდეგი მოსამართლეები მოხვდნენ:

მაკა გველესიანი
ლევან გელოვანი
ინდირა მაშანეიშვილი
დავით ნარიმანაშვილი
მადონა მაისურაძე
არარატ ესოიანი
მაია გიგაური
ნინო ბუაჩიძე
ანაიდ ოგანესიანი
დავით სვანაძე
მაკა ჭედია

აღნიშნული სიიდან განსაკუთრებით საყურადღებოა 5 მოსამართლის საკითხი. მათ მიერ  უნივერსტიეტებში იურიდიული განათლების მიღება საერთოდ არ დასტურდება. 

ორგანიზაციის წარმომადგენლების  მტკიცებით, მოსამართლეებს განათლების სამინისტროს ხარისხის ცენტრმა იურიდიული დიპლომების დადასტურებაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც მათ საქმეში   გავლენიანი კავშირები ჩართეს.  

ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ, რომ 11 მოსამართლის დიპლომი არის პრობლემატური. ეს ის შემტხვევებია, როდესაც მოსამართლეები ფაქტობრივად, სასამართლოს სისტემის და სასამართლოს მეშვეობით მოახერხეს საკუთარი დიპლომების დადასტურება და მაგისტრი ხარისხთან გათანაბრება. ამ დიმპლომებიდან 5 არის განსაკუთრებით პრობლემატური იმ თვალსაზრისით, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა ამ მოსამართლეებს თავდაპირველად საერთოდ უთხრა, რომ თქვენი დიპლომის ბაკალავრიატის საფეხურსაც ვერ დავადასტურებო, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. 

ორგანიზაციის  წეწარმომადგენლების თქმით,  დადგინდა ისეთი შემთხვევებიც, როცა მოსამართლეს დეკლარაცაიაში არ აქვს შეტანილი უძრავი ქონება. ასევე, იყო შემთხვევები , როცა მოსამართლის მთლიანი შემოსავალი და მისი უძრავი  ქონება ახლო პროპორციაშია ერთმანეთთან, ხოლო ერთ შემთხვევაში მოსამართლის მიერ შეძენილი უძრავი ქონება მის შემოსავალს  აჭარბებს კიდეც. 

არამსათვრობო როგანიზაციამ ასევე, სოციალურ ქსელში  300-მდე მოსამართლის ქცევა შეისწავალა. აღმოჩდნა, რომ 200-მდე მოსამართლე სოციალურ ქსელში გამოხარტავს თავის პოლიტიკურ შეხედულებებს, ასევე, დიკრიმინაციულ და ჰომოფობიურ პოსტებს აზიარებენ.