ჩემი თვალით მაქვს ნანახი რუკა, სადაც ივერი მელაშვილი ქართული მხარის სახელით აწერს ხელს - მიქაელ ბოტკოველი

29.09.22 15:52
ჩემი თვალით მაქვს ნანახი რუკა, სადაც ივერი მელაშვილი ქართული მხარის სახელით აწერს ხელს - მიქაელ ბოტკოველი

საპატრიარქო კარტოგრაფების წინააღმდეგ - მამა მიქაელ ბოტკოველმა, რომელაც დღეს საქალაქო სასამართლოში ჩვენება მისცა ამტკიცებს, რომ საკუთარი თვალით ნახა სადაო რუკა, სადაც ივერი მელაშვილი ქართული მხარის სახელით აწერს ხელს.

საპატრიარქოში ჩემი თვალით მაქვს ნანახი რუკა, სადაც ივერი მელაშვილი აწერს ხელს, რომ საზღვრის გავლების სადაო საკითხზე არის მსჯელობა, რატომ მოხდა ეს, სწორედ ამას ედავება გამოძიება.
მათ ბრალეულობას ვხედავ იმაში, რაც დღევანდელ მოცემულობაში გვაქვს. ეს არის 2006 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც საზღვარი არის გარეჯის მონასტრის მიმდებარედ, რაც ჩვენთვის მტკივნეულია, საზღვარი ისე უნდა გადიოდეს, რომ ქართული ძეგლები საქართველოს იურისდიქციაში იყოს, ეს საკითხი დატოვებულია ღიად“.- ამბობს მიქაელ ბოტკოველი.

პატრიარქის მდივანი ასევე გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2011 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ეხებოდა.

ბოტკოველმა თქვა, რომ სააკაშვილის მაშინდელი განცხადება ორაზროვანი იყო და გაურკვეველი იყო, იდგა თუ არა გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე. 

ივერი მელაშვილის ადვოკატისთვის კი გაუგებარია, თუ რატომ იყენებს ამ რუკას საპატრიარქო მის წინააღმდეგ.

ადვოკატი ამბობს, რომ საპატრიარო აყვა იმ საჯარო პოლიტიკურ პროპაგანდას, რომელიც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩევას წინააღმდეგ ბოლო პერიოდში ჟღერდება.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.