,,ჩაკეტე საზღვარი" - აქცია იუსტიციის სახლთან
ჩაკეტეთ საზღვარი - ამ მოთხოვნით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იუსტიციის სახლთან შეიკრიბნენ.
"რუსეთი კლავს!", "რუსეთი ოკუპანტია!" - ამ შინაარსის ბანერებით აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლში ბიზნესების დასარეგისტრირებლად მისულ რუსეთის მოქალაქეებს ხვდებიან. აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის სახლის შესასვლელთან, კარებთან პუტინის ბანერიც დააფინეს, შესაბამისად რუსეთის მოქალაქეებს უწევდათ, ამ ბანერისთვის ფეხი დაებიჯებინათ.
მათი თქმით, თუ რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება საქართველოში არ შეწყდება, ქვეყანას დიდი საფრთხე ემუქრება.
იუსტიციის სახლის შემდეგ პროტესტი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლებს.