ბათუმში რუსეთის დროშის ჩამოხევის გამო სკოლის დირექტორმა მოსწავლე დასაჯა

30.09.22 10:50
ბათუმში რუსეთის დროშის ჩამოხევის გამო სკოლის დირექტორმა მოსწავლე დასაჯა

რუსეთის დროშის ჩამოხევის გამო სკოლის დირექტორმა მოსწავლე დასაჯა და სკოლიდან გააგდო. შემთხვევა ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში მოხდა. მომხდარი თავდაპირველად "ტვ 25" გაახმაურა.

ირკვევა, რომ ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლო საგანმანათლებლო დაწესებულების დერეფანში, სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად იყო განთავსებული. ამასთან, ამავე სტენდზე აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ იყო გამოტანილი. 

ბათუმიდან ამ ამბის გავრცელებას სოციალურ ქსელში დიდი ვნებათღელვა მოჰყვა. ხალხის პროტესტის გამო სკოლის დირექტორმა პოზიცია შეცვალა და დილიდან ამტკიცებს, რომ მოსწავლე სკოლიდან არ გაუგდია და მხოლოდ დასაჯა.

თავად დირექტოპრი მედიასტან არ ჩნდება. მის ნაცვლად განმარტებები სასწავლო ნაწილმა გააკეთა.

არანაირი პასუხისმგებლობა... თქვენ როგორ ფიქრობთ? ბავშვს ერთ დღეში ვინმე სკოლიდან გარიცხავდა? შენიშვნა მივეცით,რ ომ სკოლის ნივთი, არ იყო აქ ლაპარაკი, რომ უშუალოდ დროშა და რაღაცა, აი, რაც დევს ახლა, ეს სკოლის ნივთი რაც არის, ეს არ უნდა გაფუჭდეს. გარიცხვა ასე არ ხდება. ამ დროშების თაობაზე ამ წუთას მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ყველაფერი გაკეთდა სასწავლო პროცესი რომ იწყებოდა, - თქვა სასწავლო ნაწილმა. 

"პირველების" შეკითხვას, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, სკოლის სასწავლო ნაწილი კონკრეტულ პასუხს არ სცემს. 

მომხდართან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კომენტარი აჭარის განათლების მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო, ბათუმის მე-7 საჯარო კოსლის დირექტორი, შორენა ქონიაძე თანამდებობას დღესვე დატოვებს.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სასწავლო რესურსები შერჩევის დროს ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა იყოს დაცული, ამ შემთხვევაში იყო დარღვეული. სასწავლორ ესურსების შერჩევა, იქნება ესსახელმძღვანელო, დამეტებითი რესურსი თუ სხვა, მნიშვნელოვანია, რომ სკოლის დირექცია და მთლიანად საგანმანათლებლო სივრცე მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს. სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მითითებული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას,- თქვა მინისტრმა. 

მე-11 კლასის მოსწვალე, რომელსაც საყვედური რუსეთის დროშის ჩამოხევის გამო მისცეს, მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. მისი თანაკლასელები პირად საუბრებში ამბობენ, რომ აღნიშნულ თემაზე საუაბრს მათ სკოლის ადმინისტრაცია უკრძალავს.