თამარ ჟვანია მის დამკვეთებთან ერთად იმსახურებს გლდანში შესაბამის კამერას - გუგავა

23.04.21 13:55
თამარ ჟვანია მის დამკვეთებთან ერთად  იმსახურებს გლდანში შესაბამის კამერას - გუგავა


„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავას განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, ვის დანიშნავს „ქართული ოცნება“ თამარ ჟვანიას ადგილას, რადგან არჩევნები მაინც გაყალბდება. გუგავა საარჩევნო და ოლიგარქიული მმართველობის სისტემის დანგრევაზე საუბრობს და ამბობს, რომ თამარ ჟვანიას და მისი დამკვეთების ადგილი გლდანის ციხეშია. 

ახლანდელი თამარ ჟვანია იქნება, თუ ახალ თამარ ჟვანიას მოძებნიან, რომელიც გაყალბების სიმბოლოა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ თუ არ დავანგრიეთ მთლიანად სისტემა, არ ჩამოვშალეთ ოლიგარქიული სისტემა, რომელიც საცეცებით ფლობს ყველას და ყველაფერს, მათ შორის, არჩევნებში აქტიურად ჩართულია სუს-ი, არჩევნებს აქტიურად აყალბებენ საარჩევნო ადმინისტრაციები, სხვაგვარად არაფერი გამოვა. თამარ ჟვანია მის დამკვეთებთან ერთად  იმსახურებს გლდანში შესაბამის კამერას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, - აცხადებს გუგავა. 
 

მსგავსი სიახლეები