"თუ ფული არ გაქვს, 4-5 დღე გიწევს დგომა" - ვითარება ლარსზე

30.09.22 11:45
"თუ ფული არ გაქვს, 4-5 დღე გიწევს დგომა" - ვითარება ლარსზე

რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გამოტარება რუსი ჩინოვნიკებისთვის ფულის კეთების საშუალებად იქცა. 

ადამიანებს რუსეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე ქრთამის გადახდა უწევთ, რომ საქართველოს საზღვრამდე მოაღწიონ.

პირველი, ჩრდილოეთ ოსეთმა ტერიტორიაზე რუსეთის სხვა მოქალაქების შეშვება შეზღუდა. ლარსის საგუშაგომდე უშვებენ მხოლოდ იმათ, ვინც ვლადიკავკაზშია ჩაწერილი, ან საქართვლეოს მოქალაქის პასორტი აქვს.

წინა თვეებთან შედარებით ამის გამო ხალხის ნაკადი შემცირებულია, თუმცა კილომეტრებიანი რიგი ლარსთან ისევ დგას. 

ყველგან ფულს გთხოვენ, თუ ფული არ გაქვს 4-5 დღე გიწევს დგომა. მარტივი არ იყო საქართველოში გადმოსვლა. მთელი დღე კილომეტრიან რიგში ვიდექით ფეხით. ჩემი მეუღლე ისევ რიგში დგას, მანქანით მოდის. ახლა მას ველოდები. წინააღმდეგი ვარ იმ ყველაფრის, რასაც ჩცვენი ხელისუფლება აკეთებს. რუსეთში ყველა პანიკაშია. ვინც ასე არ ამბობს, ყველა იტყუება. - ამბობს რუსეთის მოქალაქე.   - ამბობს რუსეთის მოქალაქე.