ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები და გაურესებული სასამართლო სისტემა - პარლამენტში ომბუდსმენს მოუსმენენ

30.09.22 12:02
ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები და გაურესებული სასამართლო სისტემა - პარლამენტში ომბუდსმენს მოუსმენენ

ადამინის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები, ვითარება პენიტენციურ სისტემაში, გაუარესებული სასამართლო სისტემა და მედიის პრობლემები - დიდხნიანი გაჭიანურების შემდეგ სახალხო პარლამენტში დამცველის კრიტიკულ ანგარიშს მოუსმენს. აღნიშნული ნინო ლომჯარიას თანამდებობაზე ყოფნის ბოლო წლიური მოხსენება იქნება. 

სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. ანგარიში, რომელიც დეპუტატებს უკვე დაეგზავნათ, 400 გვერდს მოიცავს. 

დიდი ალბათობით სხდომა ხმაურის გარეშე არ ჩაივლის.

გასულ წელს დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიმართ არაერთი ნეგატიური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რამაც დაასუსტა აღნიშNული ინსტიტუტები, რა თქმა უნდა, პირველ რიგშ, ვგულისხმობ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, ასევე, მართლმსაჯულების სისტემაში, სასამართლო სისტემაშიც იქნა ისეთი ცვლილებები დაჩქარებული წესით მიღებული, რამაც ძალიან დიდი საფრტხე შეუქმნა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას. ასევე სახალხო დამცველის და მისი აპარატის წარმომადგენლების მიმართაც იყო თავდასხმები, განსაკუთრებით გართულდა გასულ წელს უფლებადამცველების, ჟურნალისტების საქმიანობა და მათ მიმართ ძალიან მტრული გარემო იყო, ხშირ შემთხვევაში, შექმნილი. ამან კულმინაციას მიაღწია 5 ივლისს. ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილები  და ამ საკიტყხებს, შევახსენებ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტს. შარშან ადგილი ჰქონდა ყველაზე მასობრივ გაჟონვას, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ინფორმაციისა, რომელიც დიდი ალბათობით, ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს ძალიან ფართომასშტაბიან, სავარაუდოდ, უკანონო მიყურადებას, მოსმენას, პირად ცხოვრებაში ჩარევას, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ სხდომის დაწყებამდე.