მოსამართლეთა კოლეგია ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენის გამოსატანად ემზადება

30.09.22 12:00
მოსამართლეთა კოლეგია  ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენის გამოსატანად ემზადება

გაუშვებს თუ არა ციხეში „ტვ პირველის“ მფლობელის მამას და „ლელოს“ ლიდერებს სააპალეციო სასამართლო? 

მოსამართლეთა კოლეგია  ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენის გამოსატანად ემზადება, მანამდე დღეს დასკვნით სიტყვას ბრალდების და დაცვის მხარეები იტყვიან.

პროკურატურა ახალი ძალებით ცდილოს მიზანს მიაღწიოს და „ტვ პირველის“ მფლობელის მამა და „ლელოს“ ლიდერები ციხეში გაუშვას. 

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის ადვოკატები ამბობენ, რომ სააპელაციო სასამართლოს პროკურატურის პოლიტიკური დაკვეთის სისრულეში მოყვანა უნდა.

დაცვის მხარე პირდაპირ ამბობს, რომ, თუ სააპელაციო სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ამის შემდეგ ადვოკატები გდაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ, შემდეგი სამართლებრივი ნაბიჯი კი სტრასბურგია.

ადვოკატ კახა წერეთლის პროგნოზით, სასამართლო საბოლოოდ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს, რადგან საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი არ გამოიტანა ფულის გათეთრების ნაწილში, ვინაიდან არ იყო მტკიცებულებები. ჩვენს დაცვის ქვეშ მყოფებს არანაირი დანაშაული არ აქვთ ჩადენილი და ველოდებით გამამართლებელ განაჩენს. ბევრი გადაწყვეტილება, მეც, თქვენც და საზოგადოებასაც გვინახავს შეცვლილი, ამიტომ, რა თქმა უნდა შეიცვლება და საბოლოოდ იქნება გამამართლებელი განაჩენი“. - ამბობს ავთანდილ წერეთელის ადვოკატი.
 

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით.