დანაშაულებრივი პოსტერები სკოლაში - რას ამბობს შეკვეთის შემსრულებელი სარეკლამო კომპანია
ვინ დაბეჭდა პოსტერები ქართული სკოლებისთვის, სადაც აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის მოხსენიებული? - სარეკლამო კომპანია, რომელმაც აღნიშნული შეკვეთა შეასრულა, თავის მართლების რეჟიმშია.
კომპანია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, შეცდომა თავად გაეპარათ, თუმცა შესრულებული შეკვეთა სკოლის წარმომადგენლებმა გადაამოწმეს და სრულიად დაკმაყოფილდნენ.
სკოლამ დაგვიკვეთა რღაც სტიკერები იყო რკიბის შუბლებზე, თუ დააკვირდით არ ვიცი, გაკეთებული გვაქვს დროშები ქვეყნების, ოღონდ როგორც ასეთი, რომ კონკრეტული ქვეყნები მომაწოდეს, ვერ გეტყვით. ეს მე რომ შემეჩნია, მე ამას არ დავბეჭდავდი. როგორც ჩანს, გამომეპარა, ფაქტი სახეზეა. თუ ვინმემ შეამჩნია და არ ამითხრა, ყოჩაღ მაშნ მაგათ. ამხელა ამბავი უნდა გამოეწვია ამას? მაშინ ეს ვფიქრობ, რომ დადგმული სპექტაკლია. მე მაგათი იმის გარეშე არ დამიბეჭდი, - ამბობს სარეკლამო კომპანიის თანამშრომელი.
რუსეთის დროშის ჩამოხევის გამო სკოლის დირექტორმა მოსწავლე დასაჯა და სკოლიდან გააგდო. შემთხვევა ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში მოხდა. მომხდარი თავდაპირველად "ტვ 25" გაახმაურა.
ირკვევა, რომ ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლო, საგანმანათლებლო დაწესებულების დერეფანში, სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად იყო განთავსებული. ამასთან, ამავე სტენდზე აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ იყო გამოტანილი.
ბათუმის მე - 7 საჯარო სკოლის დირექტორი აღნიშნულ საკანდალს უკვე შეეწირა. ის თანამდებობიდან დილით მოხსნეს.