ჯარისკაცების წამების საქმე - შსს-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თავი მოიკლა, სუიციდი სცადა დაზარალებულმაც

23.04.21 14:00
ჯარისკაცების წამების საქმე - შსს-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თავი მოიკლა, სუიციდი სცადა დაზარალებულმაც

ჯარისკაცების წამება იაღლუჯას ბაზაზე - რეზონანსული საქმის სასამართლო პროცესზე დღეს ახალი დეტალები გახდა ცნობილი. 

დაცვის მხარის ინფორმაციით, წვევამდელების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა თავი მოიკლა. 

ადვოკატის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ამ საქმის საწყის ეტაპზე გამოკითხეს, რამდენიმე თვეში კი მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

დღესვე გაირკვა, რომ სუიციდი სცადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა წვევამდელმაც. აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერებას მოსამართლე რომან ხორავას მხრიდან რეპლიკა მოჰყვა: 

ნამდვილად არ მეგონა, რომ მსგავსი ფაქტი ქართულ ჯარში შეიძლებოდა, მომხდარიყო... როგორ უნდა მოსთხოვო ქვეყნის დაცვა ჯარისკაცს, რომელიც თვითმკვლელობაზე ფიქრობს – თქვა მოსამართლემ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჯარისკაცების მიმართ ღირსების შემლახველ მოპყრობაში ბრალდებულებს, გიორგი ბიჩელაშვილსა და დიმიტრი დევდარიანს, პატიმრობა შეუფარდა.

"პირველების" ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმის გარშემო 100-მდე მოწმე გამოკითხა, 22 პირდაპირი ჩვენება, რომ მარალჩინოსნები 4 წვევამდელზე სისტემატურად ძალადობდნენ, არსებობს ფოტომასალაც, რაც ადასტურებს, ძალადობის ნფაქტს. ტვ პირველის ინფორმაციით, საქმეში 3 მაღალჩინოისანი ფიგურირებს, ვინც სისტემატურად ძალადობდა.

შსს-ს  თანამშრომლებს, დავით დევდარიანსა და გიორგი ბიჩინაშვილს, გამოძიება ჯარისკაცების მიმართ  არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას ედავება. საქმის მასალების მიხედვით,  აღნიშნული პირები წვევამდელებს აკრძალული მეთოდებით სჯიდნენ, მათ ყაზარმებსა და საპირფარეშოებს კბილის ჯაგრისით ახეხინებდნენ. ირკვევა, რომ ძალადობა ჯარისაკაცებზე სისტემატურად გრძელდებოდა. საქმეში ფიგურირებს ვიდეო კადრებიც, რომელიც ბრალდებულების ტელეფონიდან ამოიღეს.