2019 წელთან შედარებით 2022 წლის მარტ-ივლისში საქართველოში ბინადრობის უფლება 155%-ით მეტმა რუსმა მიიღო - IDFI
2019 წელთან შედარებით 2022 წლის მარტ-ივლისში საქართველოში ბინადრობის უფლება 155%-ით მეტმა რუსმა მიიღო. ინფორმაციას IDFI ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა 1,598 მოქალაქეზე გაიცა.
ამასთან, ყველაზე დიდი ზრდა გასულ წელთან შედარებით შრომის ნებართვისა (+173) და მოკლევადიანი ბინადრობის (+157) კატეგორიებში დაფიქსირდა.
- უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434 მათგანს.
- 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა.
- 2022 წლის მარტი-ივლისი პერიოდში, 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1321-ით (+185%) მეტმა რუსეთის მოქალაქემ მიმართა სააგენტოს ბინადრობის ნებართვის მისაღებად, დაკმაყოფილებულმა განცხადებებმა, 2019 წელთან შედარებით 972-ით მეტი (+155%), 1598 შეადგინა.
- 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში დაფიქსირებული 2032 განაცხადიდან 594 მუდმივ ბინადრობაზე მოდის, ამავე პერიოდში დაკმაყოფილილებული განცხადებებიდან კი მუდმივი ბინადრობის კატეგორია 32,6%-ს შეადგენს.
- ყველაზე დიდი ზრდა გასულ წელთან შედარებით შრომის ნებართვისა (+173) და მოკლევადიანი ბინადრობის (+157) კატეგორიებში დაფიქსირდა, - წერს არასამთავრობო.