ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - განაჩენს სააპალაციო სასამართლო 21 ოქტომბერს გამოაცხადებს

30.09.22 14:09
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - განაჩენს სააპალაციო სასამართლო 21 ოქტომბერს გამოაცხადებს

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია განაჩენის გამოსატანად ემზადება.

გაუშვებს თუ არა ციხეში „ტვ პირველის“ მფლობელის მამას და „ლელოს“ ლიდერებს სააპალეციო სასამართლო 21 ოქტომბერს გახდება ცნობილი, მანამდე კი, დღეს, ბრალდების და დაცვის მხარეების დასკვნით სიტყვას ისმენდნენ.

თუ სააპელაციო სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ადვოკატები გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ, შემდეგი სამართლებრივი ნაბიჯი კი სტრასბურგი იქნება.

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი სასამართლოს ფარსს უწოდებს.

მისი თქმით, მთავრობა მამამისს, 72 წლის ავთანდილ წერეთელს იმიტომ დასდევს, რომ ცდილობს "ტვ პირველის" ოკუპაცია მოახდინოს.

ქვეყანა წალეკა ოკუპანტებმა. რაშისტული პარტია დასდევს 72 წლის კაცს სასამართლოში. ფიქრობს, რომ მოახდენს „ტვ პირველის“ ოკუპაციას. სასამართლო არის ფარსი, თვითონაც არ იცის რას იხილავს“. - ამბობს ვატო წერეთელი.