აფხაზეთის და რუსეთის დროშები სკოლის სტენდზე - ყოფილი დირექტორი "პირველების" კამერებს ემალება
ბათუმის მე-7 სკოლის დირექტორი, ვინც დიდ სკანდალს შეეწირა, "პირველების" კამერას ემალება. საუბარია სკოლის სტენდზე რუსეთის და ასევე აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების დროშების გამოკვრაზე, რასაც მე -11 კლასელის პროტესტი მოჰყვა.
სკოლის უკვე ყოფილი დირექტორის მეუღლე, "პირველებს" ეუბნება, რომ შორენა ქონიაძეს მოხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს.
"არ გაძლევთ კომენტარს. დააბრალეთ, რაც გინდათ! აბა, დროზე მიბრძანდით!," - ამბობს ქონიაძეს მეუღლე.