ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიებს ისევ იტაცებენ - ახალი რუსული მავთულხლართები სოფელ კნოლევთან გაავლეს

30.09.22 17:23
ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიებს ისევ იტაცებენ - ახალი რუსული მავთულხლართები სოფელ კნოლევთან გაავლეს

ოკუპანტები ჩვენს ტერიტორიებს ისევ იტაცებენ. მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. ახალი რუსული მავთულხლართები სოფელ კნოლევთან გაავლეს. 

რუსმა სამხედროებმა ჩვენს მიწაზე უკანონოდ ლითონის ბოძები აღმართეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა უკანონოდ გავლებულ მავთუხლართებზე ვიდეო კამერებიც დაამონატაჟეს. 

უკანონო სამუშაობის გამო ადგილობრივები თავისუფლად გადააადგილებას ვერ ახერხებენ. 

ორი კვირის წინ გამოჩდნენ, ერთი კილომეტრიც არ არის აქედან. მოსახლეობას სახნავ-სათესი აქვს იქ“. - ამბობს ადგილობრივი.

ადგილზე ცოტა ხნის ჩავიდნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელებიც. 

დავით ქაცარავას აინტერესებს, არის ეს ახალი რუკით შედგენილი ოკუპაცია საქართველოს ტერიტორიის, თუ არის ეს ძელი რუკები, რომელიც ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა ჯერ კიდევ ნოემბერში გაასაჯაროვა.

ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მიმდინარეობს შეღობვის პროცესი. აქ დასადგენია , ე.წ. ძელი რუკით მოქმედებენ თუ იმ ახალი გეგმის განხორციელება დაიწყეს, რომელიც ჩვენ გავასაჯაროვეთ გასული წლის ნოემბერში. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული შეღობვითი სამუშაოები მოხდა დვანის და კახთისძირის მიმართულებით და არის კიდევ სხვა ადგილები, სადაც ოკუპანტები აქტიურად არიან“. - ამბობს ქაცარავა.