რატომ მალავენ საჯარო უწყებები ხარჯებს? - „საერთაშორისო გამჭვირვალობა" კორუფციული რისკებზე საუბრობს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 18 სახელმწიფო უწყება დაადგინა, რომლებიც გამარტივებული შესყიდვების კონრაქტებს არ აქვეყნებენ, მათ შორისაა მთავრობის ადმინისტრაცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გამარტივებული შესყიდვები მაღალი კორუფციული რისკებით გამოირჩევა.
გამარტივებული შესყიდვები უფრო მაღალი კორუფციული რისკებით გამოირჩევა, იმიტომ რომ სახელმწიფო უწყება პირდაპირ არჩევს რომელი კომპანიისგან უნდა იყიდოს და კონკურენცია არ არის მიმწოდებლებს შორის. ამ დროს, როდესაც ჩვენ ვერ ვგებულობთ ვისგან იყიდა მან კონკრეტული საქონელი და მომსახურება, ძალიან დიდი პრობლემაა. თან ეს პრობლემა უკვე წლებია არის და რჩება“. - ამბობენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“
ოპოზიციას კი ეჭვი აქვს, რომ საქმე კორუფციულ გარიგებებთან გვაქვს და სწორედ ამიტომ მმართველ პარტიას კონრაქტების გამოქვეყნება არ სურს.