უკრაინამ NATO-ში განაცხადი დაჩქარებული წესით შეიტანა
ჩვენ გადამწყვეტ ნაბიჯს ვდგამთ უკრაინის ნატოში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განცხადებაზე ხელმოწერით - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ტელეგრამ არხზე ზელენსკიმ დაწერა, რომ უკრაინამ დაამტკიცა თავსებადობა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან.
დე ფაქტო ჩვენ უკვე ავიღეთ გეზი ნატოსკენ.
დე ფაქტო, ჩვენ უკვე დავამტკიცეთ თავსებადობა ჩრდილო ატლანტიკური კავშირის სტანდარტებთან. ისინი რეალურია უკრაინისთვის - რეალურია ბრძოლის ველზე და ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტში.
ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით და ვიცავთ ერთმანეთს. ეს არის ჩრდილოატლანტიკური კავშირი.
დე ფაქტო. დღეს უკრაინა აცხადებს, რომ ის დე იურე გახდეს. ისე, რომ ჩვენი ვალდებულება, დავიცვათ მთელი ჩვენი საზოგადოება დაჩქარებული წესით.
ჩვენ გადამწყვეტ ნაბიჯს ვდგამთ უკრაინის ნატოში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განცხადებაზე ხელმოწერით - განაცხადა ზელენსკიმ.
დღეს NATO-ს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი და გაეროს გენერალური მდივანი გუტიარეში აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებებს გააკეთებენ.