ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდე ჩამოიშლა - ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

06.10.26 22:04
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდე ჩამოიშლა - ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გზის აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვის მიზეზი კლდოვანი მასის ჩამოწოლა გახდა.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.