ჩრდილოეთ ოსეთის საზღვარზე, სავარაუდოდ, ბავშვი გარდაიცვალა
ჩრდილოეთ ოსეთის საზღვარზე, სავარაუდოდ, ბავშვი გარდაიცვალა. ლარსის გამშვები პუნქტის შემდეგ, ყველაზე რთული ვითარება ახლა ჩრდილოეთ ოსეთშია.
რუსეთიდან გამოქცეულები საზღვრის ჩაკეტვამდე სწორედ ამ გზით ცდილობდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოღწევას.
„პირველებს“ უყვებიან, რომ ბავშვი, რომელიც ცუდად გახდა სასწრაფო დახმარების მისლვამდე გარდაიცვალა.
"სასწრაფო დახმარებამ ვერ მოახერხა საცობის გამო მოსვლა, ამიტომაც ბავშვი გარდაიცვალა". - ყვება რუსეთის მოქალაქე.
წინა დღეებთან შედარებით რიგები შემცირებულია ლარსის გამშვებ პუნქტზე, თუმცა უკვე გადმოსულები ამბობენ, რომ რუსი მესაზღვეები საქართელოში გადმოშვების სანაცვლოდ სულ უფრო მეტ ფულს ითხოვენ.