2 წლიანი პაუზის შემდეგ, დედაქალაქში თბილისობას ისევ გრანდიოზული ღონისძიებით ზეიმობენ
ორწლიანი პაუზის შემდეგ დედაქალაქში „თბილისობას“ ისევ გრანდიოზული ღონისძიებით ზეიმობენ.
დედაქალაქის დღესასწაული 1-2 ოქტომბერს რამდენიმე ცენტრალურ ლოკაციაზე გაიმართება.
მათ შორისაა: რიყე, მეტეხის ხიდი და ორბელიანის მოედანი.
დასკვნითი ღონისძიება კი ცერემონიალების სასახლეში გაიმართება, სადაც საპატიო თბილისელებს დააჯილდოებენ,თუმცა მანამდე, დღეს, დედაქალაქში უამრავი აქტივობაა დაგეგმილი.
"ძალიან მომწონს თბილისობა.. ჩვენც კმაყოფილები ვართ და ჩვენი ქალაქელებიც" - ამბობენ თბილისობისთვის დედაქალაქში ჩამოსული გლეხები.