სოფელ ყარაფილასთან საოკუპაციო ძალები გამოჩნდნენ - სუს-ი ფაქტს უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელებას უწოდებს

01.10.22 12:02
სოფელ ყარაფილასთან საოკუპაციო ძალები გამოჩნდნენ - სუს-ი ფაქტს უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელებას უწოდებს

უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება - საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან გამოჩნდნენ.

ამ წუთებშიც, კასპის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან ახლოს რუსული მძიმე ტექნიკა მუშაობს.

სოფლის შესასვლელი რანდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. ახლა კი ადგილზე ხალხს შეზღუდულად უშვებენ.

ინფორმაციას ადასტურებს სახელმფისო უსაფრთხოების სამსახურიც. 

საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს. საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - წერია სუს-ის განცხადებაში.

30 სექტემბერს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევშიც მუშაობდნენ, სადაც ძელები ჩასვეს და მავთულხლართები გაავლეს.