ბავშვები ამ დრომდე იმ სახლში რჩებიან, სადაც მათზე ბიძა სისტემატიურად ძალადობდა

23.04.21 15:02
ბავშვები ამ დრომდე იმ სახლში რჩებიან, სადაც მათზე ბიძა სისტემატიურად ძალადობდა

წამების მსხვერპლი ბავშვების გამოყვანას საცხოვრებელი სახლიდან  სამართალდამცველები და სოციალური სამსახური რამდენიმე საათია ცდილობს.

არასრულწლოვანები ამ დრომდე იმ სახლში რჩებიან, სადაც მათზე ბიძა სისტემატიურად ძალადობდა და მოკვლით ემუქრებოდა.

46 წლის კაცის დაკავებას ეწინააღმდეგებიან მცირეწლოვნების დედა და დეიდა. ისინი ამტკიცებენ, რომ დაკავებული უდანაშაულოა და მათ მიმართ იძულებას ადგილი არ ჰქონია.

საქმის მასალების მიხედვით კი 46 წლის ბიძა მცირეწლოვნებზე 2 წლის განმავლობაში სასტიკი მეთოდებით ძალადობდა და ამას აუდიო ჩანაწერებიც ადასტურებს.

მსგავსი სიახლეები