საზღვრის გადმოწევა არ მომხდარა, გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თავად რუსებმა 70 000 რუბლის სანაცვლოდ დაიწყეს ხალხის გადმოშვება - ქაცარავა
რას უკავშირდება ოკუპანტების გააქტიურება? – „ანტისაოკუპაციო მოძრაობაში“ ამბობენ, რომ სოფელ ყარაფილასთან საზღვარი გადმოწეული არ არის, არ დგას არც დამატებით სამხედრო პუნქტები და არც მავთულხლართებს ავლებენ ჯერ.
ერთ-ერთი ვერსიით სოფელ ყარაფილაში თხრილების გაკეთება ჩრდილეოთ ოსეთში საზღვრის ჩაკეტვას უკავშირდება.
როგორც ამბობენ, სწორედ ამ გზით მოსახლეობა რუსული ტყვეობიდან თავს აღწევდა. ეს ერთი ვერსიაა, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა ფაქტი უკანონო ბორდერიზაციის შესახებ.
დავით ქაცარავას თქმით, როდესაც ქვეყანაში ბორდერიზაცია მიმდინარეობს, ძალიან რთულია, რომ ფაქტი საზღვარზე გადმოსვლის პრევენციულ აქტივობას დაუკავშირო.
საზღვრის გადმოწევა არ მომხდარა.გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თავად რუსებმა 70 000 რუბლის სანაცვლოდ დაიწყეს ხალხი სხვადასხვა გზებით გადმოშვება საქართველოს ტერიტორიაზე. ანუ, ალტერნატიულ გზებს ეძებენ, რომ შემოვიდნენ. როდეასც ბორდერიზაცია მიმდინარეობს ქვეყანაში, ძალიან რთულია, რომ დააკავშირო ეს აქტივობა პრევენციულ სამუშაოებს“. - ამბობს ქაცარავა.