იმ დროს საერთოდ არ ვიცნობდი არასამთავრობოებს - დოროყაშვილი ბასილაშვილს პასუხობს
სასამართლო პროცესზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ გაკეთებულ განმარტებას, რომლის მიხედვითაც, დოროყაშვილი წლების განმავლობაში დარიგებული იყო არასამთავრობოებისგან სრულ აბსურდს უწოდებს და ამბობს, რომ მაშინ არც ენჯეოებს იცნობდა და არც იურისტს.
როგორც მახსოვს, 2018 წლის ჩანაწერზე გააკეთა კომენტარი, ამ დროს საერთოდ არ ვიცნობდი არასამთავრობო ორგანიზაციის არც ერთ წევრს, არც ადვოკატები მყავდა და არც იურიდიულ დეტალებში არ ვიყავი გარკვეული. შესაბამისად, ვერავის მხრიდან ვერ მოხდებოდა ჩემი დარიგება, კატეგორიულად უარვყოფ ამ ფაქტს". - ამბობს დოროყაშვილი.
დოროყაშვილმა ასევე ისაუბრა ვიდეო-მტკიცებულებებში ასახულ ძალადობის ფაქტებზე და თქვა, რომ ბასილაშვილი მას არც ერთ ჩანაწერში არ ეუბნება, რომ არ ურტყამს.
სხვადასხვა ჩანაწერები, სხვადასხვა წლების "ვოისებია" და სხვადასხვა ძალადობის ინციდენტების ვიდეოებია, როცა ვეუბნები - რატომ მირტყამ, რატომ ძალადობო, ადამიანი არც ერთ ეტაპზე პასუხს არ მცემს, არ გირტყამო. თქვენ ვიღაცამ რომ დაგაბრალოთ, მირტყამო, არ გასცემთ პასუხს, არ გირტყამო? არც ერთ დროს ის არ აკეთებს კომენტარს, არ გირტყამ, რატომ იგონებო". - ამბობს ბასილაშვილის ყოფილი ცოლი.
ყველაზე ხმაურიანი საქმის სასამართლო პროცესი ნაწილობრივ დაიხურა, რადგან მასალებს, რომელსაც სხდომაზე უჩვენებენ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი ცოლის არასრულწლოვანი შვილიც ფიგურირებს.