ოზურგეთიდან გაუჩინარებულ გოგონას სახლში დაბრუნება არ უნდა - მოზარდი მამას ძალადობისთვის უჩივის

23.04.21 15:20
ოზურგეთიდან გაუჩინარებულ გოგონას სახლში დაბრუნება არ უნდა - მოზარდი მამას ძალადობისთვის უჩივის

ოზურგეთიდან  გაუჩინარებულ გოგონა, რომელიც პოლიციამ იპოვა, სახლში დაბრუნებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. არასრულწლოვანი ამტკიცებს, რომ მამის მხრიდან სისტემატიური ძალადობის მსხვერპლია. სამართალდამაცავებისთვის მიცემულ ჩვენებაში გმარიამ ბურჭულაძე ძალადობის დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, მამამ მობილური ტელეფონიც კი დაუმტვრია. 

მეუღლის მხრიდან ძალადობის ფაქტს გამორიცხავს გოგონას დედა. სკოლის მოსწავლის მშობლები ამ დროისათვის ოზურგეთის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. ტვ პირველის ინფორმაციით, გამორიცხული არ არის პოლიციამ დღეს მოზარდის მამა დააკავოს. 

არსებული ინფორმაციით, გოგონა  სოციალური მომსახურების სააგენტომ დროებით მინდობით აღზრდაში გადასცა.