შავ ბერს მუქარით შესამოსელი გაახდევინეს და ქალის სამოსი ჩააცვეს - შოკისმომგვრელი ვიდეო

01.10.22 20:50
შავ ბერს მუქარით შესამოსელი გაახდევინეს და ქალის სამოსი ჩააცვეს - შოკისმომგვრელი ვიდეო

"შაბათის ეთერი" შოკისმომგვრელ ვიდეო მასალას ასაჯაროებს - მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ შავ ბერს ქუჩაში შესამოსელი გახადეს და ქალის სამოსში სიარული აიძულეს.

ვიდეოში ისმის ხმა, რომ თუ 30 წლის ბერი ტანსაცმელს არ გაიხდის, მას ყურს მოაჭრიან. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაცით, უმძიმესი კადრები მამა ილარიონის, იგივე  ვაჟა გიგოლაშივილის დაკავების შემდეგ, მისი ტელეფონის ექსპერტიზის დროს შავი ბერის მობილურში იპოვეს. 

"ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა იპოვეს, დოკუმენტი, რომლთაც დგინდება, რომ პოლიციამ დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლის ვინაობა დაადგინა, ის დასავლეთ საქართველოში ცხოვრობს, თუმცა სამი სხვდასხვა პოლიციელი პატაკებში წერს, რომ მსხვერპლს ვერსად მიაგნეს. 

"შაბათის ეთერი" მსხვერპლის სოფელში ჩავიდა, თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ მამაო ხუთი თვის წინ გაქრა, სავარაუდოდ მას შემდეგ, რაც მას ქუჩაში ბერის შესამოსელი დანის მუქარით გახადეს. 

ცნობილი ტიკ-ტოკერი სასულიერო პირი, ვაჟა გიგოლაშივილი ახლა გლდანის ციხეშია, მას ბრალად, სულს სხვა სასულიერო პირის ცემას ედავებიან. პოლიცის ფაილებით დგინდება, რომ კაფე "ჯინსების თაობაში", ბერმა მოტყუებით სასულიერო პირი მიიყვანა. სოდომის ცოდვაში დასდო ბრალი და სასტიკად სცემა. 

ნახეთ ნანუკა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი