ანგარიშსწორების სერია ეკლესიაში - ძალადობაში ბრალდებული ბერი "მრუში ეპისკოპოსების" გვარებს დაასახელებით იმუქრება
ანგარიშსწორების სერია ეკლესიაში - მამა ილარიონმა გლდანის ციხეში შიმშილობა გამოაცხადა.
ვაჟა გიგოლაშვილი, რომელსაც სასულიერო პირის ცემას ედავებიან, ამტკიცებს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია და, მხოლოდ "ღვთის სახელით, გზას აცდენილი სულიერი ძმის მორჯულებას ცდილობდა", ამიტომ ციხეში ბევრი წლით გაშვება შეუსაბამო სასჯელია.
პოლიცის ფაილებით დგინდება, რომ მამა ილარიონმა კაფე "ჯინსების თაობაში", ბერმა მოტყუებით სასულიერო პირი მიიყვანა. სოდომის ცოდვაში დასდო ბრალი და სასტიკად სცემა.
პროკურატურა ცდილობს მომისაჯოს სასამართლომ მინიმუმზე ზევით და ამის გამო ვშიმშილობ, რომ პროკურატურამ არ გამწიროს. მომისაჯონ რეალური სასჯელი - ორი წელი და დანარჩენი პირობითი. სულ ესაა.
თუ არ გაითვალისწინებენ ჩემს ამ თხოვნას და არ დამიკმაყოფილებენ ამ მოთხოვნას, არ შევწყვეტ შიმშილობას და თუ რამე დამემართება, ჩვენი ქალაქის მთავარი პროკურატურის ბრალი იქნება, კონკრეტულად ლევან ჟორჟოლიანის" - აცხადებს სასულიერო პირი.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, პოლიციის ფაილებში დევს რამდნიმე ვიდეო ჩანაწერი, სადაც ბერები, მათი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის შესახებ საუბრობენ, ერთი-ერთ სასულიერო პირი გაოგნებულია რომ ამის გამო კაბის გახდას სთხოვენ. ის ვიდეოჩანაწერში განმარტავს, რომ საპატრიარქოს მდივან რეფერენტი შორენა თეთრუაშვილმა ყველაფერი იცოდა და უკვირს რატომ სჯიან ამის გამო რიგითი ბერები.
"ტვ პირველის" ინფორმაციით, პოლიციის ფაილებში ბერების კაბის კაბის გახდის რამდენიმე ვიდეო მასალაა.
დაკავებული ბერის ადვოკატი, რომლის ტელეფონში სკანდალური ფაილები იპოვეს, ამტკიცებს, რომ ეს დანაშაული არ არის. მისი თქმით, თუ ციხეში მყოფ მამა ილარიონს მინიმალური სასჯელით არ გაათავისუფლებენ, ის მრუში ეპისკოპოსების გვარებს დაასახელებს და მათ საქვეყნოდ შეარცხვენს.
ადვოკატი ამტკიცებს, რომ პროკურატურა ბერს თავდაპირველად საპროცესო გარიგებას დაპირდა, დოკუმენტებიც შედგა, თუმცა გადააგდეს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში