ოლიგარქის ახალი წამოწყება - ოპოზიცია პობლემებზე საუბრობს

02.10.22 11:12
ოლიგარქის ახალი წამოწყება - ოპოზიცია პობლემებზე საუბრობს

ოლიგარქის ახალ წამოწყებას თბილისის მერიამ მწვანე შუქი უკვე აუნთო. საუბარია ბიძინა ივანიშვილის მიერ კორპუსების შემენებლობაზე. 

მშენებლობის დასაწყებად მხოლოდ ფორმალური პროცედურაა დარჩენილი - გენერალური გეგმის ცვლილებაზე თბილისის საკრებულობ ნებართვა უნდა გასცეს. აღნიშნული გეგმის მიხედვით თბილისის საკრებულომ საცხოვრებელი ზონის სტატუსი უნდა მიანიჭოს იმ ტერიტორიას, სადაც ივანიშვილის ქარხანა აქვს და სამრეწველო ზონას მიეკუთვნება.

ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილის და კალაძის ამ წამოწყებას წინააღმდეგობას გაუწევს, თუმცა წინდაწინ ცხადია, რომ უმრავლესობა აღნინშულ წინააღმდეგობას მაინც დაძლევს.

ხელისუფლების ოპონენტები რამდენიმე პრობლემაზე საუბრობენ.


აღმოჩნდა, რომ ე.წ. საქველმოქმედო ორგანიზაციას აქვს დაფუძნებული კომპანიები, რომლემბმაც გადაწყვიტეს, თბილისში ააშენოს ათეულობით კორპუსი. თუ გენგგეგმას ვეწინააღმდეგებით და ბიძნა ივანიშვილის გამო ახლა კალაძემ უნდა შეცვალოს გენგეგმა, მაშნ რატომ ვიხდით ამდენ მილიონს ამ გენგეგმაში? ავდგეთ მაშინ და აღარც სამრეწველო ზონა გვინდა ქალაქში, აღარც რეკრეაცია გვინდა, არარც სპეციალური ზონები გვინდა, აღარც სანიტარული ზონები გვინდა და ყველგან ჩავაკვეხოთ კორპუსები. ეს არის პრობლემა და დანაშაული, როდესაც კახი კალაძე მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მისი პირადი ინტერესებია, იქ ვიღაცა მისი ნათლიმირონების ინტერესებია, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებია, თბილისელების ინტერესებს არად დაუდევს და დგამს და აკვეხებს კორპუსებს ყველგან, ოღონდ იშოვონ ამ ადამიანებმ დამატებით ასეულობით მილიონი ლარი, - ამბობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე. 
 

"ნოდარ მელაძის შაბათის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა კორპუსების მშენებლობის ბიზნესი წამოიწყო. "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ოლიგარქი მინი ქალაქს აშენებს.

მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 82 742 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე,  სადაც ახლა ოლიგარქის ქარხანაა,  ცათამბჯენები განთავსდება, 5 მოედნით, 1300 მანქანზე გათვლილი პარკინგით და 2500 კვადრატული მეტრი კომერციული ფართით. ივანიშვილს დაგეგმილი აქვს, მინიმუმ 2500 საცხოვრებელი ბინა ააშენოს.  

ირკვევა, რომ  ივანიშვილის "ელიტა ბურჯმა" ახალი მინი ქალაქის მშენებლობის პროექტი კომპანია "ჰაუს არტს" დაუკვეთა. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, დეველოპერული ბიზნესი  ივანიშვილმა საქველმოქმედო კომპანიის სახლით დაიწყო.​ ტერიტორია, სადაც კორპუსები უნდა აშენდეს "ელიტა ბურჯის" საკუთრებაა, მშენებლობის დამკვეთიც "ელიტა ბურჯია", ამ კომპანიის მფლობელი კი კი საქველმოქმედო ფონდი  "ქართუა". 

მსგავსი სიახლეები