სისხლიანი დაპირისპირება აბასთუმანში - მოკლულია ერთი ადამიანი
სისხლიანი დაპირისპირება დაბა აბასთუმანში - კურცხანას ხეობაში ორი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მეორე კი სიკვდილს ებრძვის.
საქმეში სანადირო თოფი ფიგურირებს. დაჭრილი, 35 წლამდე მამაკაცი, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს.
აბასთუმნის შემოვლით გზაზე სამშენებლო სამუშაოებს შპს "ჯეო გრუპი" ასრულებს.
"ტვ.პირველი" დეტალებს ამ წუთებშიც არკვევს.