რუსეთის მხარეს მებრძოლი კალაძის ნათესავობა - უკრაინაში მებრძოლი ქართველები შეურაცხყოფილები არიან

02.10.22 11:28
რუსეთის მხარეს მებრძოლი კალაძის ნათესავობა - უკრაინაში მებრძოლი ქართველები შეურაცხყოფილები არიან

უკრაინაში მებრძოლი ქართველები თავს დამცირებულად გრძნობენ. საუბარია "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ რეპორტაჟზე, რომლითაც გაირკვა, რომ კახი კალაძის სიძის შვილები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს იბრძვიან.

უკრაინის დასაცავად წასული მეომრები გულდაწყვეტილები იმ ფაქტის გამო არიან, რომ არც დედაქალაქის მერმა და არც მისმა ნათესავებმა ფაქტი არ დაგმეს.

გარდა იმისა, რომ ნათესავური კავშირი აქვს კახა კალაძეს, მეც დავინტერესდის და სხვათაშორის, სხვა კომპეტენტური სამსახურებიც დაინტერესდნენ ვინ არის პაატა აბულაძე. სურათები ვნახეთ, ის ვნახეთ, რომ ძალიან დაახლოებულია ხელისუფლებასთან, პრემიერ-მინისტრთან, ღარიბაშვილთან გადაღებული სურათები, იქ იგივე, ბიძინა ივანიშვილთან გადაღებული სურათები... უკვე გამოხატული აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ არის პრორუსული და დარქმუნებული ვარ, რომ არც რეაქცია ექნება და არც არაფერს გააკეთებენ იმის გამო, რომ მათ რიგებში ის თან აქტიურად მოქმედებს და ეს ადამიანი რუსულ პროპაგანდას ატარებს, რუსეთის მხარდამჭერია, - ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე. 

კახა კალაძის სიძის, "ქართული ოცნების" პარტიული მუშაკის, პაატა აბულაძის შვილები ომში უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან. დედაქალაქის მერის და, თამარ კალაძე "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს. 

კალაძის დის ქმარი "შაბათის ეთერის" ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოიქცა, რაც თავად გაავრცელა ვიდეო, სადაც უმცროსი აბულაძე ტანკზე საბრძოლო პოზიციებზეა გადაღებული.

შაბათის ეთერის ინფორმაციით, კახი კალაძის სიძის ვაჟი, რუსეთის პრეზიდენტის პირადი კონტროლი ქვეშ მყოფ, განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილ ვაგნერის დაჯგუფებაში ირიცხება.

 

მსგავსი სიახლეები