ხმაური კოჯორის ცენტრში - ადგილობრივებს საცხოვრებელი ბინები გაუსხვისეს
ხმაური კოჯორის ცენტრში - ადგილობრივები ქუჩაში გამოვიდნენ. მოსახლეობის პროტესტი ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტულებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საცხოვრებრელი ადგილები, რომლებშიც მოსახლეობა უკვე 23 წელია ცხოვრობს, გასხვისდა.
შპს "ტაბახმელა ვილიჯი" ადგილობრივებს საცხოვრებელი ბინების დაცლის შესახებ შეტყობინებებს ეტაპობრივად უგზავნის. ამის მიუხედავად, პროტესტის მონაწილეებს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს არავინ ჰპირდება და ისინი, ფაქტობრივად, ქუჩაში რჩებიან.
პროტესტის მონაწილეები ეკონომიკის უწყებას და ასევე დედაქალაქის ემრიას პრობლემაზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებენ, თუმცა უშედეგოდ.
აღსანიშნავია, რომ ადამიანებს, რომლებიც კოჯორში კონკრეტულ საცხოვრებელ ბინებში უკვე 23 წელია ცხოვრობენ, არჩევნების წინ ბინების გადაფორმებას ჰპირდებოდნენ, თუმცა პირობა არ შესრულდა.
აქციის მონაწილეები ასევე, ყვებიან, რომ ადგილობრივების მიმართ ზეწოლა მიმდინარეობს. ერთ-ერთი მათგანის მიმართ კი სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრა და მას 1000 ლარიანი გირაო შეუფარდეს.
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთვევაში მოქალაქეები გზის გადაკეტავს აანონსებენ.
ხომ უნდა მისცეს სათანადო მას, პიროვნებას, რომ ის იყოს მზად, რომ იქიდან გამოვიდეს და იქ შევიდეს... აქ სუფთა ჰაერი ვიღაცას მოუნდა, ეს არ არის სწორი. კალაძემ რომ იმხელა ტყე შემოღობა, ვინს მისცა უფლება? მე მტავორბა არ მყავს, - ამბობს პროტესტის მონაწილე.