ე.წ. ქოლცენტრების საქმე - შსს-მ 4 პირი დააკავა
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ბრალი წარედგინა კიდევ 8. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულების ერთმა ნაწილმა საქართველოში კომპანია დაარეგისტრირა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეებს თაღლითური სქემით უკავშირდებოდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ინტერნეტ შეტყობინებაში სწერდნენ, თითქოს მათი სმარტფონი დავირუსებული იყო.
თაღლითური სქემა ავტომატურ რეჟიმში მუშაობდა, ზარი თბილისის ოფისში შემოდიოდა, რის შემდეგაც ვირტუალური ვაჭრობა იწყებოდა.