მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით - 65 წლის პენსიონერს მეგობარმა დანით 39 ჭრილობა მიაყენა

02.10.22 13:09
მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით - 65 წლის პენსიონერს მეგობარმა დანით 39 ჭრილობა მიაყენა

თბილისში 65 წლის კაცი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. პენსიონერს 39 ჭრილობა აქვს მიყენებული. ის დანით დასერეს.

"პირველებმა" გაარკვია, რომ დამნაშავე ცხედარს მთელი დღე საკუთარ სახლში მალავდა. მას მოკლული მდინარეში უნდა გადაეგდო, მაგრამ გეგმა ჩაეშალა.

პოლიცია მოტივს ჯერ ვერ ასახელებს. მომხდარით გაოგნებულია ოჯახი, რადგან 57 წლის ზურაბ თვალიაშვილი მოკლული მამაკაცის მეგობარი იყო. მოკლული შვილი ამბობს, რომ ბრალდებულს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და გამორიცხული არ არის, მას რაიმე მოსჩვენებოდა.

სამსახურიდან მოდიოდა  და აგერ დახვდა ქუჩაზე, შესთავაზა, თითო ჭიქა დავლიოთო და მერე იქ როგორ განხორციელდა, რა მოხდა, რა მოელანდა არ ვიცი. 39 ჭრილობა მიაყენა, შემდეგ მთელი დღის განმავლობაშ მიცვალებული სახლში ჰყავდა, თვითონ მოძრაობდა აქეთ-იქეთ,  სანამ არ დაღამდა ვერაფერი გავიგე. ვეძებდით, ვერ ვპოულობდით. შემდეგ გამთენიისას გამოიყვანა ქუჩაზე და მეზობლის კარებთან ვიპოვეთ დილის ყ6 საათზე გარდაცვლილ მდგომარეობაში. რაღაც თავის ავადმყოფობის გამო მოხდა ეს უბედურება, სხვას ვერაფერს ვუკავშირებ, - ამბობს მოკლულის შვილი. 

 

57 წლის ზურაბ თვალიაშვილი ბრალის წარდგენას ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორშ ელოდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10-დან 15 წალმდე პატიმრობა ემუქრება.