თბილისში 60 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

02.10.22 15:02
თბილისში 60 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ფაქტზე  პოლიციამ ერთი პირი დააკავა

თბილისში 60 წლის კაცის განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 1966 წელს დაბადებული ზურაბ თვალიაშვილი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ზ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა ნაცნობს - 1957 წელს დაბადებულ დ.შ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ზ.თ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მოშორებით გადაიტანა და ერთ-ერთ ქუჩაზე დატოვა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 60 წლის კაცი მისმა ნაცნობმა განსაკუთრებული სიასტიკით მოკლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.  ცხედარს დანით მიყენებული 39 ჭრილობა აღენიშნება. დამნაშავემ გვამი საკუთარ სახლში დამალა, გამთენიისას კი ქუჩაში გამოიტანა და დატოვა.