საფუძველი არ გვაქვს მოსამართლეების განათლებაში ეჭვი შევიტანოთ - დიმიტრი გვრიტიშვილი

23.04.21 15:39
საფუძველი არ გვაქვს მოსამართლეების განათლებაში ეჭვი შევიტანოთ - დიმიტრი გვრიტიშვილი

სასამართლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოსამართლე  დიმიტრი გვრიტიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართელოსთვის" კვლევას ცილისმწამებლურს უწოდებს. გვრიტიშვილი კვლევის ავტორების მხრიდან მოსამართლეების მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს. მისი თქმით, ის, რომ განათლების სამინისტროს ხარისხის ცენტრმა მოსამართლეებს იურიდიული დიპლომების დადასტურებაზე უარი უთხრა, არ ნიშნავს იმას, რომ მათ შესაბამისი განათლება არ გააჩნიათ. 

გარკვეულ ხარვეზებზეა საუბარი და ეს ფაქტი, რომ ცენტრმა უთხრა უარი და სასამართლო გადაწყვეტილებებით არის დიპლომების შესაბამისობა და განათლების შესაბამასიობა აღიარებული, არ არის საფუძველი, რომ ჩვენ ეჭვი შევიტანოთ მოსამართლეების განათლებაში. სასამართლო სწორედაც იმიტომ არსებობს, რომ დავები განიხილოს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ აპელირებენ კვლევის ავტორები რომ ცენტრმა უარი უთხრა თურმე და სასამართლომ აღიარა, ესე იგი, მოსამართლეები კოლეგა მოსამართლეების მიმართ მიკერძოებულები იყვნენ, არის სიცრუე. პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ რომ პროპაგანდა გაწიოს ეს არის მიუღებელი, ცალსახად ვამბობ, -აცხადებს გვრიტიშვილი.

იუსტიციის საბჭოს თავჯდომარე აცხადებს, რომ იმ მოსამართლეებს, რომლებსაც კვლევის თანახმად დიპლომის შესაბამისი განათლება არ გააჩნიათ, დიპლომების ავთენტურობის დადგენამდე უფლებამოსილება არ შეუჩერდებათ.    

არასამთავრობო ორგანიზაციამ 300-მდე მოსამართლის განათლების ხარისხი და დიპლომის ავთენტურობა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ 11 მოსამართლის იურიდიული განათლება კითხვის ნიშნის ქვეშაა.