კახელი მევენახეები "ოცნების" წინააღმდეგ - გლეხები ყურძნის დაბალ ფასს აპროტესტებენ
კახელი მევენახეები "ქართული ოცნების" წინააღმდეგ - გლეხების ყურძნის ფასით არიან უკმაყოფილოები. პროტესტის მონაწილეები გზის გადაკეტვასაც აანონსებენ.
ირკვევა, რომ ყურძნის მოვლა მათ იმაზე ძვირი უჯდებათ, ვიდრე ჩასაბარებელი ფასია. გლეხების თქმით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ რთველი წარმატებით მიმდინარეობს, სიცრუეა.
აქციის მონაწილეები ასევე, ამბობენ, რომ ყურძნის დაბალი ფასის გამო ბანკებშ კრეტიბეს ვეღარ იხდიან, რაც მათთვის დამატებითი პრობლემაა. ისინი ან ყურძნის ფასის გაზრდას და კრედიტების გადავადებას ითხოვენ.
თითა ყურძენს რომ ვეძახით, ვერ ვაბარებდით. წინა წლებში სასპირტემ მიიღო მასობრივად, ატასობით ტონა და წელს აღმოჩდნა მოუმზადებელი სახელმწიფო და საერთოდ არ იღებდა. ეს აქცია რომ დაიგეგმა, ახლა მოვიდა შტაბის წარმომადგენელი და გვეუბნება, რომ 1 კგ ყურძენს მივიღებ 40 თეთრად... ეღთი კჰ ყურძნის მოყვანა ჩვენ გვიჯდება 50 თეთრი და ეს 50 თეთრი უნდა გავაწვდინოთ ბანკის ვალებს, ოჯახი და ა.შ., - ამბობს აქციის ერთ0ერთი მონაწილე.
სახელმწიფო გლეხებს ვენახების გაცეხვას სთავაზობს და მოსახლოება კი აქციების გაფართოებას აანონსებენ.