თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩასულ ჟურნალისტს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ
თავდასხმა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე - ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩასულ ჟურნალისტს და ოპერატორს ექიმებმა მუშაობის საშუალება არ მისცეს. არხის რეპორტიორები ადგილზე პაციენტების ოჯახის წევრების თხოვნით ჩავიდნენ.
ბედიანში ჩასულ გადამღებ ჯგუფს ადგილზე ერთი ფსისიქტრი, გუშაგი და მომარაგების თანამშრომელი დახვდა, რომლებიც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ფსიქიატრიულში გაუსაძლისი მდგომარეობაა. 37 ადამიანის უფლება ყოველდღიურად ირღვევა. მძიმე პაციენტებს ანტიფსიქოზურ წამლებს ზედოზირებით ასმევენ, ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. აღნიშნულს ანტისანიტარიაც ემატება.
ჟურნალისტებს ადგილზე იმაზე რთული ვითარება დახვდა, ვიდრე სახალხო დამცველის ანგარიშში იყო აღნიშნული. ბოლოს აღნიშნულ კლინიკას პრობლემა 2019 წელს ჰქონდა, მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ მისი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა იქ დასაქმებულებმა ამის უფლება უწყებას არ მისცეს.
ვიდრე გადამღებ ჯგუფს საპატრულო პოლიცია ადგილიდან გააძევებდა, "პირველებმა" პაციენტებთან გასაუბრება მოახერხა.
მომხდარის შემდეგ "პირველები" დაწესებულების დირექტორს ტელეფონით დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ პაციენტებს სათანადო პირობები აქვთ, თუმცა კლინიკაშ შესვლის ნებართვა გადამღებ ჯგუფს მან მაინც არ მისცა.
პაციენტების შენობაში თქვენ ვერ შეხვალთ...არაფერია დასამალი, არაფერსაც არ განახებთ, იმიტომ, რომ ასე შემოსვლა და ვირაცამ გადაიღოს და „ტვ პირველი“ ხართ თუ ვინ ხართ არავინ იცის..., - თქვა კლინიკის დირექტორმა.