მოსწავლეების დამამცირებელი დასჯა მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში - დაწყებულია გამოძიება
მოსწავლეების დამამცირებელი დასჯა მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში - შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 150-ე, იძულების მუხლით დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დასჯის მიზნით მე-4 კლასელი ბავშვები მუხლებზე ქართული ენის მასწავლებელმა დააყენა. რახმან მუსაევმა დასჯის ამსახველი ფოტოებიც თავად გადაიღო და მშობლებს გაუგზავნა.
რახმან მუსაევი მარნეულის საკრებულოს წევრია. ის მმაღტველი პარტიის მანდატს ფლობს.
ირკვევა, რომ მასწავლებელმა, რომელმაც მოსწავლეები მუხლებზე დააყენა, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა და სკოლიდან წავიდა.