შურისძიების მსხვერპლი ვარ, ყველა ჩანაწერს გავასაჯაროვებ! - დაპატიმრებული მაღალჩინოსანი ანზორ ჩუბინიძის წინააღმდეგ

03.10.22 16:02
შურისძიების მსხვერპლი ვარ, ყველა ჩანაწერს გავასაჯაროვებ! - დაპატიმრებული მაღალჩინოსანი ანზორ ჩუბინიძის წინააღმდეგ

სახელმწიფო დაცვის სპეციალურის ყოფილი მაღალჩინოსანი,  მირიან ჯავახიშვილი "ტვ პირველს" ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს. პატიმრობაში მყოფი ჯავახიშვილი ამბობს, რომ ის უწყების ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოფილი მცველის, ნათია დოღანაძის შირისძიების მსხვერპლია. 

ეს არის ანზორ ჩუბინიძის დაკვეთით მომხდარი უკანონობა, რომელიც მე ვამხილე 2020 წელში, ეს იყო პირადი შურისძიება ანზორ ჩუბინიძისა და ნათია დოღანაძის.

ნოლიდან დავიწყე ამ უწყებაში მუშაობა, 15 წელი ვიმსახურე, ეჭვიანობის გამო გამიჩალიჩა. 6 თვეში ნათია დოღანაძეს ოფიცრობა მიანიჭა ჩუბინიძემ ყოველგვარი კურსის გავლის გარეშე. რითი დაიმსახურა დოღანაძემ, ნორმატივები არც გაუკეთებია. 

უთხარით, რომ ყველა ჩანაწერი გაასაჯაროვეთ, ის ჩანაწერები, ყველაფერი, ფეხზე მკიდია. უნდა გაირკვეს, ვინაა მატყუარა და სახელმწიფოს მტერი - აცხადებს ,,ტვ პირველთან" სატელეფონო საუბარში პატიმარი, მირიან ჯავახიშვილი.

ამასთან, რამდენიმე წუთის წინ, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე მირიან ჯავახიშვილის, ოჯახის წევრები და ადვოკატებმა შიმშილობა დაიწყეს.

შეკრებილები აცხადებენ, რომ ანზორ ჩუბინიძემ ციხეში მისი უწყების თანამშრომელი, მირიან ჯავახიშვილი,  მხოლოდ იმის გამო გაუშვა, რომ ის სალომე ზურაბიშვილის მცველად სრულიად გამოუცდელი ადამიანის გამწესებას აპროტესტებდა. საქმე ნათია დოღანაძეს ეხება.

ბრალდებულის ადვოკატი, ნიკოლოზ კვანტრიშვილი, ირწმუნება, რომ დოღანაძის  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მირიან ჯავახიშვილს არ გაუვრცელებია. 

ჯავახიშვილის უფლებადამცველი სახემწიფო დაცვის სამსახურის უფროსის გადადგომა ითხოვს, რომელიც, მისი მტკიცებით, საქმეში ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას ხელს უშლის.

ვითხოვთ გამოძიების დაწყებას ნათი დოღანაძის მიმართ, რომელიც ნამდვილად დამნაშავეა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც მირიან ჯავახიშვილის წინააღმდეგ შეიკერა. აქ არის ანზორ ჩუბინიძის ინტერსები. მას სასამართლოში ვეღარ ვაჯობე, რადგან ყველგან გამოიყენა თავისი საცეცები. ამიტომ ვითხოვ მის გადადგომას თანამდებობიდან, ვინაიდან სხვაგვარად სამართლის პოვნას ვერ ვახერხებ - აცხადებს ნიკოლოზ კვანტრიშვილი.

ნათია დოღანაშვილის შესახებ ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება "ნოდარ მელაძის შაბათმა" რამდენიმე თვის წინ ჩაატარა. 

გამოძიებით ირკვეოდა, რომ  რომ პრეზიდენტს ემსახურებოდა სპეცსამსახურების თანამშრომელი, რომელსაც არავითარი გამოცდილება არ ჰქონდა და მისაღებ გამოცდებში ჩაიჭრა კიდეც. 

რაც შეეხება ბრალდებას, მირიან ჯავახიშვილს ნათია დოღანაძე თვალთვალსა და მიყურადებაში ადანაშაულებს. მოსამარტლემ სახელმწიფო დაცვის სპეციალურის ყოფილი მაღალჩინოსანს 6 წლიანი პატიმრომა მიუსაჯა.