აქცია ჭიათურაში - მაღაროელები ხელფასის 50%-ით გაზრდას მოითხოვენ

23.04.21 15:57
აქცია ჭიათურაში -  მაღაროელები ხელფასის 50%-ით გაზრდას მოითხოვენ

აქცია ჭიათურაში - მაღაროელები სოციალური პირობების გაუმჯობესებას  ითხოვენ. მაღაროელები დამსაქმებელ კომპანიას ხელფასის 50%-ით გაზრდას სთხოვენ, ამის მიზეზად კი გაძვირებულ ცხოვრებას ასახელებენ. 

ხელფასის მომატებას ვითხოვთ 50%-ით. სატარიფოზე უნდა აღინიშნოს უნდა აღინიშნოს ოღონდ ეს მოთხოვნა, მაგრამ აქ ისე მიდის საქმე, ჩვენ კი არავინ გვყავს პატრონი! არც ქალაქის ხელმძღვანელობა, არაფერი. ნახეთ ახლა ქალაქი რას ჰგავს! კი არავინ გაოდის და გვეხმაურება, რა გიჭირთო, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

კომპანია „ჯიმე“-ში ამბობენ, რომ გაუმჯობესებული  სოციალური პირობების პაკეტი მაღაროელებს არა ერთხელ შესთავაზეს, თუმცა უშედეგოდ. 

მაღაროელების აქცისს პარალელურად ჭიათურის ცენტრში კიდე ერთი საპროტესტო აქცია იმართება. სოფელ შუქრუთის მოსახლეობა აცხადებს, რომ მაღაროში მიმდნარე სამუშაოებმა მათ საცხოვრებელი  სახლები დაუზიანა. ისინი მთავრობისგან  კომპენსაციას მოითხოვენ.  შუქრუთის მოსახლეობამ ადგილზე კარვის გაშლაც შეეცადნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.