"მასწავლებლებმა ბავშვები კედელთან ჩვენი ნებართვის მიაყენა" - მშობლების ნაწილი ძალადობას ამართლებს
მოსწავლეების დამამცირებელი დასჯა მარნეულის ერთ-ერთ სკოლაში - მე-4 კლასელი ბავშვების მშობელთა ნაწილი ძალადობას ამართლებს.
მათი მტკიცებით, ბავშვები მუხლებზე ქართული ენის მასწავლებელმა, რახმან მუსაევმა მათივე ნებართვისთ დააყენა:
ჩვენ ვითხოვთ რომ რაჰმან მუსაევი თავის თანამდებობაზე დაბრუნდეს. ის რაც ამ სკოლაში მოვიდა ქართული ენის სწავლა განვითარდა. მე არ ვიცი ქართული და ეს კარგია? მერე რა რომ კუთხეში დააყენა? დიდი ამბავი არ მომხდარა. ბავშვების მომავლისთვის აკეთებს. ნებისმიერ ფასად უნდა ისწავლონ ბავშვებმა. რაჰმან მუსაევი ძალიან კარგი მასწავლებელია ამ ფაქტის გამო ის არ უნდა დაისაჯოს. ჩვენი ნებართვის გარეშე არაფერი გაუკეთებია"- აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.
რაჰმან მუსაევის დაბრუნება მოითხოვა კიდევ ერთმა პირმა.
აქ არანაირი კანონგარეშე არაფერი მომხდარა. ჩვენ თავად ვუთხარით რომ ჩვენი შვილებს კარგად ასწავლოს ქართული ენა. მშობლებმა ნებართვა მისცა და მანაც ბავშვები დააყენა კედელთან 30 წამის განმავლობაში და მერე ფოტოც გადაუღო და მშობლებს გაუგზავნა. მეორე დღეს ეს ბავშვები ყველანი კარგად ისწავლეს გაკვეთილები. მთავარი შედეგია. ჩვენ ბევრი სტუდენტი გვინდა ამ სოფელში ამიტომაც ქართული კარგად უნდა ისწავლონ.
ქართული ენის მასწავლებელმა, რომელიც ამავე დროს საკრებულოს წევრია, მოსწავლეები, საშინაო დავალების შეუსრულებლობის გამო დასაჯა და მუხლებზე დააყენა. დასჯილ ბავშვებს კი ფოტო გადაუღო და ახლობლებს გაუგზავნა.
ბოლო ინფორმაციით, მასწავლებელმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა და სკოლიდან წავიდა. შსს-მ კი გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო.