რუსეთის დუმამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების შემოერთების რატიფიკაცია მოახდინა
რუსეთის დუმამ უკრაინის 4 რეგიონის ანექსიას მხარი დაუჭირა. დუმის წევრებმა ხმათა უმრავლესობით მოახდინეს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების შემოერთების რატიფიკაცია.
პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი 30 სექტემბერს მოაწერეს.