თბილისის უნივერსიტეტში პროტესტია - სტუდენტები ღირსეულ საცხოვრებელი პირობები მოითხოვეს

03.10.22 17:06
თბილისის უნივერსიტეტში პროტესტია - სტუდენტები ღირსეულ საცხოვრებელი პირობები მოითხოვეს

თბილისის უნივერსიტეტში პროტესტია -სტუდენტები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც დღეს ახალგაზრდები თეა წულუკიანის შეხვედრიდან ძალის გამოყენებით გამოათრიეს. გიდების გამოსაშვებ ღონისძიებაზე, სადაც თეა წულუკიანიც იმყოფებოდა, სტუდენტებმა ღირსეული საცხოვრებელი პირობები და საერთო საცხოვრებელის მშენებლობა მოითხოვეს, თუმცა ისინი დაცვამ ძალის გამოყენებით გამოაძევა. ამ ყველაფერს უყურებდა მინისტრი წულუკიანი, რომელსაც არც კი უცდია სტუდენტების დაცვა და მათ წინააღმდეგ გამოყენებული არაპროპორციული ძალა.

ვაპროტესტებთ იმ სოციალურ პოლიტიკას, რომელსაც სამინისტრო ატარებს. ეს პოლიტიკა 30 წლია წარმოებს. დღევანდელი კულტურის მინისტრის თქმით, თემა, რომ სტუდენტებს არ აქვთ საერთო საცხოვრებლები, ან ცხოვრობენ მძიმე დღეში მას არ ეხება"- თქვა მან.