სიკვდილი საეჭვო ვითარებაში - დმანისის არქოლოგიური ცენტრის დირექტორი გარდაცვლილი ნახეს
სიკვდილი საეჭვო ვითარებაში - დმანისის არქოლოგიური ცენტრის დირექტორი გარდაცვლილი ნახეს. 50 წლის გოჩა კილაძის ცხედარი მუზეუმის ბაზაზე რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთმა ადგილობრივმა აღმოაჩინა. კილაძე სწორედ ამ ბაზის ტერიტორიაზე ცხოვრობდა.
ჯერჯერობით დაუდგენელია უკავშირდება თუ არა კილაძის გარდაცვლება სამსახურებრივ პრობლემებს. ირკვევა, რომ დმანისისა და ბოლნისის მუზეუმებში, რომელსაც კილაძე ხელმძღვანებლობდა, თვენახევრის წინ თეა წულუკიანმა კულტურის სამინიტროს გენერალურ ინპექცია შეუშვა. ერთ-ერთი ვერსიით, კილაძე ბოლო დროს საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზეც ჰყავდათ დაბარებული.
ამ დროისათვის ადგილი, სადაც ცხედარი იპოვეს, პოლიციის ლენტებით არის შემოსაზღვრული. ადგილობრივები მომხდარს იხსენებენ.
გუშინ დილით გამოჩნდა, მეზობელი მოიყვანა სახლში, ცამოსვა და იმან სთხოვა, „შემოდი, გოჩა, დავლიოთ ყავაო“. „არა, არ მინდაო“ . მანქანა რომ დავინახე, „რატომ არ ჩამოვიდა ჩემთან, რაშია საქმე-მეთქი“ და ამის ძიობაშ ვიყავით, რომ ბავში მოვარდა, „გოჩას მანქანა აქ არის და ან სძინავს ან „კუხნაშიოა“. წავიდა ბავშვი „კუხნისკენ“ და დაინახა ეს მდგომარეობა, ჩამოკიდული კაცი, ფეხებით დაჩოქილი... სულ ამბობდა , „ცუდად ვარ“, „ბიჭო, შვილო, წადი, იმკურნალე,“ ვეუბნებოდი, ვეხვეწებოდი, - ამბობს კილაძის ახლობელი.
გახდა თუ არა ახლალზგრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი ზეწოლა, საბოლოოდ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. საქმეს გომელაურის უწყება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხულით იძიებს.