მობილიზაცია აფხაზეთში - ექსპერტები საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლბაზე საუბრობენ
მობილიზაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - პოლიტიოლოგები და სამხედრო ექსპერტები პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. მათი თქმით, "ოცნებამ" ყველაფერი უნდა იღონოს, რათა პუტინმა ჩვენი მოქალაქეები საზარბაზნე ხორცად არ გამოიყენოს.
ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობის მხირდან უმოქმედობა, დანაშაულია.
ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ისინი ითვლებიან საქართელოს მოქალაქეებად, არიან საქართველოს მოქალაქეები და შებსამისად, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ხალხი ომში არ აღმოჩნდნენ.ჩენ რას ვხედავთ? საქართელოს ხელისუფლება აბსოლუტურად არაფერს აკეთებს ამისთვის. ეს დანაშაულია, სხვა სიტყვა, უბრალოდ, მე ახლა არ მახსენდება, - ამბობს „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი გიორგი რუხაძე .
ეგზისტენციალურ საფრთხეზე საუბრობს კიდევ ერთი ექპსერტი ანდრო გოცირიძე. მისი თქმით, მობილიზაციის პირობებშ არსებობს საფრთხე, რომ აფხაზი ერი გაქრეს, ამიტომ ხელისუფლებამ მათ გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
რუსეთის სამობილიზაციო პროექტი აფხაზეთისთვის არის ეგზისტენციალური საფრთხე, რადგან შესაძლებელია, ამან აფხაზი ერის საერთოდ გაქრობა გამოიწვიოს, რადგან მათი ახალგაზრდობა გამოყენებული იქნება საზარბაზნე ხორცად. შესაბამისად, საქართველო ვალდებულია პასუხისმგებლობა გამოიჩინოს საკუთარი მოქალაქეების წინაშე და შესთავაზოს მათ ამ მობილიზაციიდან გადარჩენა. ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან NATO-თან, ევროკავშირთან, აშშ-თან უნდა განიხილებოდეს სხვადასხვა მოდელი დეოკუპაციისა, - ამბობს კიბერსტრატეგიოის მკვლევარი ადნრო გოცირიძე.
უკრაინასთან ომში ვლადამიერ პუტინს ცოცხალი ძალა არ ჰყოფნის და რუსეთის შემდეგ ადამიანები ომში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან მიჰყავს.
აფხაზეთში ახალგაზრდების სამხედრო ნაწილებში წაყვანის პროცესი უკვე აქტიურ ფაზაშია. მზადება დაიწყო ცხინვალის რეგიონშიც. ერთობლივი გეგმის დასალაგებლად სოხუმში ცხინვალის რეჟიმის ე.წ. თავდაცვის მინიტრი ჩავიდა.