ამერიკელი ნევროლოგი "ვივამედში" მიხეილ სააკშვილთან ადვოკატებთან ერთად შევიდა
მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში კიდევ ერთი უცხოელი სპეციალისტი ჩამოვიდა.
ნევროლოგი შეერთებული შტატებიდან მიხეილ სააკშვილთან "ვივამედში" უკვე შევიდა. მასთან ერთად იმყოფება მესამე პრეზიდენტის ადვოკატიც.
შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ მიხეილ სააკაშვილის მ,ონახულების და გასინჯვის უფლება მისცეს კიდევ ერთ საერტაშორისო ექსპერტს, რომელიც უკვე ორი დღეა იმყოფება საქართველოში. მასზე ლიცენზია არ გასცა რეგულირების სააგენტომ, ამიტომაც, ახლა, შალვა ხაჭაპურიძე დახმარებას სახალხო დამცველს სთხოვს.
„მე მოვუწოდებ ჯანდაცვის მინისტრ, პირადად ჩახედო ამ დოკუმენტებს და დაინტერესდეს, იმიტომ, რომ ბატონი კობი აქედან არ წავა მანამ, სანამ არ ნახავს მიხეილ სააკაშვილს. სხვა გზა არ გვრჩება, ისევ უნდა მივმართოთ სახალხო დამცველს, რომ კიდევე რთხელ გამოიჩინოს გულისხმიერება და მისი მეშვეობით მოხდეს ბატონი კობის შეყვაბნა მიხეილ სააკაშვილთან“. - ამბობს ხაჭაპურიძე.
ექსპერტის მიხეილ სააკაშვილთან შეშვებას მოითხოვს მესამე პრეზიდენტის ამერიკელი ადვოკატიც.
მასიმო დანჯელოსი ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ამ კვალიფიკაციის ადამიანი დაიწუნოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგანეტომ, როგორიც კობია.
„ჩვენი მოლოდინია რის ის, რომ სამართლიანობა აღდგება და ჩვენ გვექნება მტკიცებულება, რომელიც გვჭირდება. ჩვენ ჩამოვედით შორი გაზიდან და ველოდებოდით დიდი ხანი, წარვადგინეთ ყველა საბუთი. ჩვენ ვსაუბრობთ ექიმ კობიზე, რომელიც ნობელის პრიზის მფლობელია და ერთი-ერთი ყველაზე ცნობილი საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველი ექსპერტი მსოფლიოში. ვიმედოვნებთ, რომ ექიმს მისცემენ ლიცენზიას და ის პრეზიდენტ სააკაშვილს მოინახულებს“. - ამბობს ამერიკელი ადვოკატი.