უნდა შევძლოთ, რომ მილიონ 700 ათასი ადამიანი დეკემბრის ბოლომდე 2-ჯერ ავცრათ - ამირან გამყრელიძე

23.04.21 16:49
უნდა შევძლოთ, რომ მილიონ 700 ათასი ადამიანი დეკემბრის ბოლომდე 2-ჯერ ავცრათ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, ინფორმაციით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ჯამში 300 000-მდე ვაქცინის დოზაა. 

მისი თქმით, ,,სინოფარმს" ჯანმო-ს ავტორიზაციის არქონის მიუხედავად მსოფლიოს 35 ქვეყანა იყენებს.

ჯანმოს ავტორიზაცია, რა თქმა უნდა, ძალიან ნიშვნელოვანია, მაგრამ ,,სინოფარმი" დღეს გამოიყენება 35 ქვეყანაში თავიანთი, ან სხვადასხვა საერთაშორისო ავტორიზაციით, ამიტომ იმუნიზაციის წინ საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ ვიწყებთ რეგისტრაციას 27 -დან ,,სინოფარმზე".

შესაძლებელია, ეს ვარიანტი გადაიდოს გარკვეული დროით, მაგრამ იმუნიზაციის პროცესს ეს არ შეაჩერებს. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მილიონ 700 ათასი ადამიანი ორჯერადაც ავცრათ დეკემბრის ბოლომდე, - აცხადებს გამყრელიძე

 ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ,,ფაიზერის" მწარმოებელ კომპანიასთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სანამ ეს მოლაპარაკება შედეგით დასრულდება, მანამ, 4 მაისიდან, ვაქცინაცია ჩინური ,,სინოფარმით" გაგარძელდება.

მსგავსი სიახლეები