არ მაქვს იმედი, რომ დღეს სასამართლო ნიკა გვარამიას გაათავისუფლებს - სოფო ლილუაშვილი

04.10.22 13:38
არ მაქვს იმედი, რომ დღეს სასამართლო ნიკა გვარამიას გაათავისუფლებს - სოფო ლილუაშვილი

ნიკა გვარამიას ცოლის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ დღეს სასამართლო ნიკა გვარამიას გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებს.

სოფო ლილუაშვილი ამბობს, რომ მისი მეუღლე დღეს თუ არა, ძალიან მალე თავისუფალი იქნება.

„დღეს თუ არა, ძალიან მალე ნიკა იქნება თავისუფალი და ჩვენ ყველანი ვიქნებით თავისუფლები. ამაზე მეტყველებს, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დამოკიდებულება ნიკა საქმისადმი, რომლებიც ჩემთან ერთად თვლიან, რომ ნიკა არის უკანონო და პოლიტიკური პატიმარი.
თუ სააპელაციოს მოსამართლეები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, ძალიან გამიხარდება, თუმცა ამის იმედი მე არ მაქვს“. - ამბობს სოფო ლილუაშვილი. 

ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილების მისაღებად სავარაუდოდ რამდენმე საათში  გავა.